ბითაძის 7 ქულა - ორლანდო გოლდენ სტეიტთან დამარცხდა
გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა და ანგარიშით 115:121 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21:30 წუთი გაატარა. მან 3-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გოგას ანგარიშზე 7 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასია.
მეტოქე გუნდში საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც შეხვედრა 56 ქულა დააგროვა.
გოგა ბითაძის საუკეთესო მომენტები „გოლდენ სტეიტთან“:
შეგახსენებთ, რომ ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და მომდევნო მატჩს „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართავს.