ნეიმარი ბარსელონაში დაბრუნებაზე ოცნებობს | ორნშტეინი
ნეიმარის გარემოცვამ „ბარსელონასთან“ ბრაზილიელი ფეხბურთელის პოტენციურ გადასვლასთან დაკავშირებით, წინასწარი მოლაპარაკება გამართა. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი, დევიდ ორნშტეინი წერს.
მისი წყაროს ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში დაბრუნება „სანტოსის“ თავდამსხმელის პრიორიტეტს წარმოადგენს.
გავრცელებული ცნობით, 33 წლის ფეხბურთელის „ბარსაში“ გადასვლას ბევრი გარემოება უშლის ხელს, თუმცა ეს მაინც შესაძლებელია.
ნეიმარი „ბლაუგრანაში“ 2013-დან 2017 წლამდე თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 186 მატჩი ჩაატარა, 105 გოლი გაიტანა და 76 ასისტი მიითვალა.