ალექსანდრა კუვაევა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა | ფარიკაობა

თურქეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევა ვერცხლის მედლის მფლობელია.

თურქეთში, იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის, საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იუნიორ ქალთა კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა მედალი მოიპოვა.

ჯგუფში მოგებების შემდეგ, ალექსანდრამ კიდევ 2 ბრძოლა მოიგო და მეოთხედფინალში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც იტალიელი მოწინააღმდეგე 15:10 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა, ამ ეტაპზეც მისი მოწინააღმდეგე იტალიელი მოფარიკავე იყო, რომელსაც 15:11 სძლია და ფინალში გადავიდა, თუმცა ფინალური ბრძოლა 15:5 დათმო.

ტურნირი 1 მარტს დასრულდება.

წყარო: ფარიკაობის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცანავას ვერცხლი პრესტიჟულ ტურნირზე - ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა
ცანავას ვერცხლი პრესტიჟულ ტურნირზე - ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა