მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

მერაბის თანაგუნდელი დასაჯეს | მან დვალიშვილი დაიცვა და ფანს გაუსწორდა

UFC 310-ზე, მერაბ დვალიშვილსა და ერთ-ერთ ქომაგს შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ ღონისძიებაზე „მანქანის“ ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა იჩხუბა და როცა „ალჯო“ ოქტაგონისკენ მიდიოდა, დვალიშვილს ფანთან კონფლიქტი მოუვიდა.

მერაბი სტერლინგს მიაცილებდა და ვიდეოს უღებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ყაზახმა გულშემატკივარმა მას ხელი დაადო, მისი პროვოცირება სცადა და შეურაცხყოფა მიაყენა. დვალიშვილსა და ქომაგს  შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, მერაბის თანაგუნდელმა, დენის ბუზუკიამ ქართველი მებრძოლი დაიცვა.

ბუზუკია ფანს ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც სასჯელს ვერ გადაურჩა. ნევადის სპორტულმა კომისიამ იგი 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა (დისკვალიფიკაცია ინციდენტის დღიდან ითვლება, რომელიც 2024 წლის დეკემბერში მოხდა) და 2 500 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. დვალიშვილის თანაგუნდელის დისკვალიფიკაცია 2025 წლის 6 სექტემბერს იწურება, მაგრამ საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, მას შეეძლება 6 ივნისს იჩხუბოს.

ცნობისთვის, უცხოურ მედიაში დაიწერა, თითქოს დამნაშავე დვალიშვილი იყო, ყაზახური გამოცემები კი იუწყებოდნენ, რომ მერაბმა შავკატ რახმონოვს მიაყენა შეურაცხყოფა და კონფლიქტი ამან გამოიწვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ადამიანი, რომელთანაც „მანქანას“ ინციდენტი მოუვიდა, უმარ ნურმაგომედოვის მეგობარი გახლავთ. ქართველი მებრძოლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ფოტოები, რომლებზეც აღნიშნულ ქომაგს უმართან და ისლამ მახაჩევთან ერთად ვხედავთ, იმავე დღეს კი ნურმაგომედოვმა მასთან გადაღებული ე.წ „სთორიც“ დადო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამისთვის ილიასთან ჩხუბი ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანი იქნება“ | დენ ჰუკერი
„ისლამისთვის ილიასთან ჩხუბი ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანი იქნება“ | დენ ჰუკერი