მორიგი ტრავმა რეალში - ვალვერდე ბეტისთან არ იქნება, ატლეტიკოსთან სათუოა
კარლო ანჩელოტის სეზონის გადამწყვეტ მონაკვეთში პრობლემები არ ელევა. ამჯერად, მადრიდელებს ფედერიკო ვალვერდე გამოაკლდათ, რომელმაც შესაძლოა „ბეტისთან“ მატჩი გამოტოვოს.
Relovo-ს ცნობით, ვალვერდეს ბარძაყის ორთავა კუნთის დაზიანება აქვს და უკვე თვეზე მეტია გრძელდება. ურუგვაელს პრინციპული მატჩები გამო დასვენების საშუალება არ ეძლეოდა, რამაც მისი მდგომარეობა გაართულა და ახლა შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“ პირველი მერვედფინალის გამოტოვება მოუხდეს.
წყარო წერს, რომ ანჩელოტი არ გარისკავს და ლა ლიგაში „ბეტისთან“ ურუგვაელს დაასვენებს, რომ ჩემპიონთა ლიგამდე აღდგენა მოასწროს.
ცნობილი გახდა, რომ ვალვერდემ „მანჩესტერ სიტისთანაც“ ტრავმით ითამაშა. წყარო წერს, რომ ამის შემდეგ, ფედეს უნდა დაესვენა, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან „რეალში“ ბევრი ტრავმირებულია, ვალვერდეს როლი კი მატჩიდან მატჩამდე იზრდება.
Relovo წერს, რომ ფედე ამჟამად სპორტდარბაზში ვარჯიშობს. კლუბში იმედი აქვთ, რომ ის 4 მარტს „ატლეტიკოსთან“ შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ შაბათს სევილიაში „ბეტისის“ წინააღმდეგ „რეალს“ ბელინგემი, სებალიოსი, კარვახალი და მილიტაო დააკლდება. დანი სებალიოსმა დაზიანება 26 თებერვალს სამეფო თასის ნახევარფინალში „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ მიიღო და 2 თვით მოედანს ჩამოშორდა.