ვინისიუსი: მინდა, რეალში 500 მატჩი ჩავატარო
ვინისიუს ჟუნიორმა თავის მიზნებზე ილაპარაკა, რომლის მიღწევასაც მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის ამპლუაში აპირებს.
გუშინ ბრაზილიელმა ვინგერმა „სოსიედადის“ წინააღმდეგ ითამაშა - სამეფო კლუბის შემადგენლობაში ეს მისთვის 299-ე მატჩი იყო. ის მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გავიდა.
„განსაკუთრებული რამეა - ითამაშო აქ ამდენი ხნის განმავლობაში და 24 წლის განმავლობაში პირველად ჩაატარო მატჩი, კაპიტნის რანგში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. შემდეგი მატჩი მე-300 იქნება, მაგრამ მე უკვე მინდა, რომ 400-500 მატჩი ჩავატარო და ამ კლუბის ისტორიაში შევიდე“, - თქვა ბრაზილიელმა.
ვინისიუს ჟუნიორის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 34 მატჩში 17 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
24 წლის ბრაზილიელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.