გარსია: დრომ დე ლაურენტისის ბრალეულობა გამოაჩინა
„ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია „პარტენოპეიში“ გატარებულ დროს იხსენებს და ცუდ შედეგებში მთავარ დამნაშავედ აურელიო დე ლაურენტისს ასახელებს.
გარსია პრეზიდენტის მხრიდან ჩარევას უსვამს ხაზს.
„დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ დე ლაურენტისის ტყვეც ვიყავი. ასეთი გამოთქმა არსებობს: „დრო ჯენტლმენია“ - რაც ნიშნავს იმას, რომ ადრე თუ გვიან, დრო ყველაფერს გამოაჩენს, თავის ადგილს მიუჩენს. როდესაც ნაპოლიდან გამიშვეს, გუნდი მე-4 ადგილზე იმყოფებოდა. ხოლო ვინც ჩემს შემდეგ მივიდა, ორივე მწვრთნელის დროს გუნდი მე-10 ადგილზე იყო.
ჩემპიონთა ლიგაზეც თითქმის მერვედფინალში ვიყავით. დიახ, ყველაფერს სწორად ვერ გავაკეთე, მაგრამ ყველაფერი ჩემი ბრალი არ იყო. შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ პრეზიდენტი ცდებოდა. ამ ქალაქში ყველაფერი მიყვარდა - ნეაპოლი, სტადიონი, ქომაგები, მთლიანად გუნდი, ყველაფერი პრეზიდენტის ჩარევისა“.
შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიამ „ნაპოლი“ გასული სეზონის პირველ ნახევარში დატოვა. ფრანგი სპეციალისტი ამჟამად ბელგიის ნაკრებს წვრთნის.