ინგა გურგენიძე
Aa
Aa

ჩემპიონობის შანსი | ინგა გურგენიძის ბრწყინვალე გამოსვლა იუნიორთა მსოფლიოზე

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში, იუნიორ მოციგურავეთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას 40 ქვეყნის 190 სპორტსმენი იღებს. დღეს, მაყურებლების წინაშე გოგონა მოციგურავეები წარდგნენ და მოკლე პროგრამა შეასრულეს.

საქართველოს სახელით ინგა გურგენიძემ იასპარეზა. ახალგაზრდა სპორტსმენმა შესანიშნავი გამოსვლა აჩვენა, საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და მედლის მოპოვების ბრწყინვალე შანსი აქვს. ინგა მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ იაპონელ მაო შიმადას ჩამორჩება.

გურგენიძემ მოკლე პროგრამაში 67.47 ქულა დააგროვა. ტექნიკურ ელემენტებში მან 38.57 ქულა მიიღო, პრეზენტაციაში - 28.9. პირველადგილოსან შიმადას 74.68 ქულა აქვს, ხოლო მესამე პოზიციაზე ასევე იაპონელი ამი ნაკაი იმყოფება - 66.84 ქულა.

ცნობისთვის, გოგონათა თავისუფალ პროგრამას პირველ მარტს ვიხილავთ და მედლების მფლობელების ვინაობაც გაირკვევა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
L'equipe: ლიონი პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უჩივის
L'equipe: ლიონი პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უჩივის