ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ლიონის ბრალდებები სასაცილოა, კვარას რეგისტრაცია წესრიგშია“

ფრანგი ჟურნალისტი პიერ მენესი, „ლიონის“ მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებული საჩივრის ამბავს გამოეხმაურა.

როგორც მოგეხსენებათ, „ლიონის“ მფლობელი ჯონ ტექსტორი პარიზელებს კვარაცხელიას რეგისტრაციაზე უჩივის.

„ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა მხოლოდ კლუბის დაფინანსების გამო გახდა შესაძლებელი. ეს კი უცხოური სუბსიდიების აკრძალვის რეგულაციას ეწინააღმდეგება. ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის დამტკიცება და მისი რეგისტრაცია, როგორც ახალი მოთამაშე, არღვევს LFP-ს(პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის ასოციაცია) ადმინისტრაციულ დებულებებს."

- ვკითხულობთ ტექსტორის საჩივარში.

პიერ მენესი ამ ყველაფერს სასაცილოს უწოდებს და ფრანგული ფეხბურთისთვის საზიანო ქმედებაში ბრალს ორივე კლუბს სდებს.

„კვარას წინააღმდეგ ლიონის საჩივარი ისეთივე სასაცილოა, როგორც პარიზელთა მხრიდან ალმადას ტრანსფერის გასაჩივრება. ორივე კონტრაქტი კანონიერად არის დარეგისტრირებული, თუმცა ტექსტორი და ხელაიფი ბავშვურ ბრძოლას მაინც აგრძელებენ, რაც საბოლოოდ, ფრანგული ფეხბურთისთვის არის საზიანო. ახლა ეს ნამდვილად არ გვჭირდება“.

- ამბობს ფრანგი ჟურნალისტი.

აქვე გეტყვით, რომ Calciomercato-ს მიხედვით, ქართველი გარემარბის რეალური ფასი 80 მილიონი ევროა და არა 70, როგორც ადრე გვაუწყეს. აქედან 24 მილიონი პარი სენ-ჟერმენმა იანვარში გადაიხადა, დანარჩენ 56 მილიონს კი პსჟ 4 ნაწილად დაფარავს და „ნაპოლის“ 14-14 მილიონს გადაურიცხავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: ჩვენი მიზანი ბურთის ხვიჩამდე და დუემდე ხშირად მიტანა იყო
ენრიკე: ჩვენი მიზანი ბურთის ხვიჩამდე და დუემდე ხშირად მიტანა იყო