გარსიამ დაადასტურა - კურტუა ბელგიის ნაკრებში ბრუნდება
ტიბო კურტუა ბელგიის ნაკრებში ბრუნება. გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ დაადასტურა, რომ მადრიდის „რეალის“ მეკარეს შემდეგ მატჩებზე გამოიძახებს.
„ის დაბრუნდება. ეს არაჩვეულებრივი სიახლეა მთელი ბელგიისთვის. მე ტიბოს ყოველთვის მივიჩნევდი მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ. მე ჩავედი მადრიდში, რათა მას შევხვედრილიყავი“, - თქვა გარსიამ L’Equipe-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ კურტუას საკუთარი ქვეყნის ნაკრებში 2023 წლის ზაფხულის შემდეგ არ უთამაშია. ამის მიზეზი დომენიკ ტედესკოსთან უთანხმოება იყო.
გერმანელმა სპეციალისტმა მთავარი მწვრთნელის პოსტი იანვარში დატოვა.