ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ისლამისთვის ილიასთან ჩხუბი ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანი იქნება“ | დენ ჰუკერი

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, დენ ჰუკერი ილია თოფურიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ჰუკერმა ისლამ მახაჩევისა და „ელ მატადორის“ პოტენციურ ორთაბრძოლაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს ჩხუბი მახაჩევს კარგს არაფერს მოუტანს.

„მახაჩევისთვის თოფურიასთან ჩხუბი ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანი იქნება, რადგან თუ ილია დაამარცხა, საქებარ სიტყვებსა და პატივისცემას ვერ მიიღებს. იმ შემთხვევაში თუ წააგო, გამოვა ისე, რომ ქვემსუბუქწონოსანმა მებრძოლმა დაამარცხა, ეს კი მის მემკვიდრეობას გაანადგურებს“.

ცნობისთვის, მახაჩევისა და თოფურიას ორთაბრძოლაზე კომენტარი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმაც გააკეთა. ბელალმა განაცხადა, რომ ხალხი სიდიადესა და წარმატებას ვერ იტანს და სწორედ ამიტომ უნდა, მახაჩევის წაგება ნახოს.

როგორც მოგეხსენებათ, ილიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და ჯერჯერობით უცნობია, მისი მომდევნო მეტოქე ვინ იქნება. UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უათის თქმით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, „ელ მატადორი“ ოქტაგონზე ვის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო მეტი შეუძლია“ | RMC-ის ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„უფრო მეტი შეუძლია“ | RMC-ის ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა