სალაჰი შესაძლოა ინტერში გადავიდეს
„ინტერი“ „ლივეპულის“ თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის მიმართ ინტერესს იჩენს. ამის შესახებ El Nacional-ი წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, 32 წლის ეგვიპტელმა ფეხბურთელმა მოლაპარაკებები უკვე გამართა ევროპულ კლუბებთან, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ „ნერაძურია“.
კერძოდ, იტალიური კლუბს სურს, რომ სალაჰი მიმდინარე სეზონის დასასრულს გაიფორმოს, როდესაც მას „ლივერპულთან“ კონტრაქტი ამოეწურება - „ინტერში“ მიაჩნიათ, რომ ეგვიპტელი მათ სათამაშო სტილში იდეალურად ჩაჯდება და შესაძლოა გუნდის მთავარი ვარსკვლავი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 22 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 55 მილიონი ევროა.