„ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება“ | ბელალ მუჰამედი თოფურიასა და მახაჩევზე
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი ილია თოფურიას მსუბუქ წონაში გადასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ბელალის თქმით, „ელ მატადორთან“ ჩხუბი ისლამ მახაჩევს ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს.
„ილიასთან ჩხუბი მახაჩევს ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს. ყველა თოფურიას ითხოვს, შემდეგ კი დაწერენ კომენტარებს, რომ ისლამი მხოლოდ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის წარმომადგენელ მებრძოლებს ეჩხუბება.
როცა მახაჩევი ოქტაგონზე გავა და ილიას დაამარცხებს, ფანები იტყვიან, ხომ ვამბობდით, თოფურია ფიზიკურად მისთვის ძალიან პატარააო. გულშემატკივრებს უბრალოდ სურთ, მახაჩევმა წააგოს და ძალიან უნდათ მისი მარცხი ნახონ. ხალხს სიდიადე და წარმატება ეზიზღება“.
შეგახსენებთ, რომ მუჰამედი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 315-ზე გამართავს და ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. ილიას რაც შეეხება, UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უაითის თქმით, მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.