„ისლამის დანოკაუტება შეუძლია, ძალიან სახიფათოა“ | ვოლკი თოფურია VS მახაჩევზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ვოლკმა“ „ელ მატადორისა“ და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ თოფურიას გამარჯვების შანსი ნამდვილად აქვს.
„ილია სახიფათო მებრძოლია და ნებისმიერი მეტოქის დაჭერა შეუძლია. ჩხუბი მის სასარგებლოდ რომც არ მიმდინარეობდეს, თოფურია შეეცდება, მომენტი იპოვოს და მოწინააღმდეგე დააფინიშოს. თუ ილიას დარტყმამ მიზანს მიაღწია, ისლამის დანოკაუტება ნამდვილად შეუძლია, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან მახაჩევს საფრთხეს ვერ უქმნიან.
ილიას ძალის უგულებელყოფა არ შეიძლება. თოფურია თავისი დარტყმის პოვნას შეეცდება და საწყის რაუნდებში ძალიან სახიფათო იქნება. სისულელეა იმის თქმა, რომ შანსი არ აქვს. არიან მებრძოლები, რომლებსაც გამარჯვების სხვებზე მეტი შანსი აქვთ და ჩემი აზრით, თოფურიას უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე ბევრ სხვას“.
შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკი მომდევნო ორთაბრძოლას ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური ქამრისთვის გამართავს და დიეგო ლოპესს დაუპირისპირდება. ილიას რაც შეეხება, მისი მეტოქის ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.