ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„უფრო მეტი შეუძლია“ | RMC-ის ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

RMC Sport-ის ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. რიოლო „კვარას“ ტრანსფერს გამოეხმაურა და პარიზულ გრანდში მის ადაპტაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„მისი გადმოსვლა ბრწყინვალე იყო. ადაპტაციის პროცესს გადის, მაგრამ თავიც გამოიჩინა და ჩემი აზრით, უფრო მეტი შეუძლია. ამ მომენტისთვის, ცრუ ცხრიანის ვარიანტი არ მუშაობს, მაგრამ კვარაცხელიას ადაპტაცია შესანიშნავად მიმდინარეობს“.

ცნობისთვის, ბოლო საათებია კვარაცხელია ფრანგული პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. „ლიონმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის ასოციაციაში უჩივლა და თვლის, რომ პარიზულმა გრანდმა ფეარ პლეის წესები დაარღვია. „ლიონი“ ამტკიცებს, რომ ხვიჩას არ ჰქონდა უფლება, მის წინააღმდეგ ეთამაშა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 მარტს გამართავს და საკუთარ კედლებში „ლილს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტე ბოლომდე ცდილობა ხვიჩას გადარწმუნებას, თუმცა ბოლოს მისი აზრი გაითვალისწინა“
„კონტე ბოლომდე ცდილობა ხვიჩას გადარწმუნებას, თუმცა ბოლოს მისი აზრი გაითვალისწინა“