გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

„კარგ ფორმაში ვარ და ასე უნდა გავაგრძელო“ - გულიაშვილი

„სარაევოს“ ფორვარდმა, გიორგი გულიაშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში ბოსნიის თასის მეოთხედფინალში „ზრინსკისთან“ ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა და საკუთარ სათამაშო ფორმაზეც ისაუბრა.

გიორგი გულიაშვილი:

„ვიცოდი, რომ „ზრინსკისთან“ რთული მატჩი გველოდებოდა და ასეც მოხდა. ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა. მოგებაც შეგვეძლო, თუმცა მოხარული ვარ, რომ გუნდმა ხასიათი აჩვენა.

დარწმუნებული ვარ, საპასუხო მატჩი კიდევ უფრო რთული იქნება, იმიტომ რომ სტუმრად ვითამაშებთ. თუმცა, თუ ძალებს არ დავზოგავთ და შეცდომებს გამოვასწორებთ, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევძლებთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, მხარი დაგვიჭირონ ამ მნიშვნელოვან მომენტში.

ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ და ასე უნდა გავაგრძელო. ყოველ მატჩში ვცდილობ, გავახარო გულშემატკივრები. ყოველთის ვცდილობ, კონცენტრირებული ვიყო მომდევნო თამაშზე და დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში. ვნახოთ, როგორი იქნება სეზონის დასკვნითი ნაწილი“.

ცნობისთვის, 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ბოსნიის ჩემპიონატის 18 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა, ბომბარდირთა დავაში პირველზეა. რაც შეეხება თასს, სამ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. პლუს, ერთი გოლი კონფერენს ლიგაზე. ასე რომ, ამ სეზონში მის ანგარიშზე 16 გოლია (ყველა ტურნირის ჩათვლით).


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერიძის გოლით - უიპეშტი უნგრეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა
ბერიძის გოლით - უიპეშტი უნგრეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა