მსოფლიოს საუკეთესო შემტევი ნახევარმცველები | FourFourTwo-ს რეიტინგი
გავლენიანმა ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ საუკეთესო შემტევი ნახევარმცველების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც პირველ ადგილზე ჯამალ მუსიალა მოხვდა.
გამოცემამ საფეხბურთო ექსპერტებს ფეხბურთელების 10-ბალიანი სისტემით შეფასება სთხოვა, სადაც 10 საუკეთესო, 1 კი ყველაზე ცუდი შედეგია.
რას წერს გამოცემა მუსიალაზე:
„პირველ 30 მატჩში 23 შედეგიანი მოქმედება ძალიან კარგი მაჩვენებელია. ჯამალ მუსიალა აკეთებს ყველაფერს, რაც 10 ნომერს მოეთხოვება, გუნდი კი მის გარშემოა აგებული. ჯამალს აქვს ეფექტურობა, რომელსაც ვენსან კომპანი მოითხოვს.
თუმცა მხოლოდ ციფრებით მისი შეფასება არასწორი იქნებოდა - მუსიალა იმ ფეხბურთელთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა ყურებაც სიამოვნებას განიჭებს. მცველებს ის მაგნიტივით იზიდავს, შემდეგ კი ტანის ერთი მოძრაობით სცდება მათ. მუსიალას ზედმეტსახელი „ბემბი“ სწორედ დრიბლინგის ასეთი სტილიდან გამომდინარეობს, ხოლო ულტრაფიზიკური ფეხბურთის ეპოქაში ასეთი ფეხბურთელების ხილვა ნამდვილი იშვიათობაა, და თანაც ის მხოლოდ 21 წლისაა“.
პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ ჯუდ ბელინგემი და ფლორიან ვირცი. რეიტინგი სრულად ასე გამოიყურება:
1. ჯამალ მუსიალა, ბაიერნი
2. ჯუდ ბელინგემი, რეალი
3. ფლორიან ვირცი, ლევერკუზენი
4. კოულ პალმერი, ჩელსი
5. ანტუან გრიზმანი, ატლეტიკო
6. მარტინ ედეგორი, არსენალი
7. დანი ოლმო, ბარსელონა
8. კევინ დე ბრუინი, მანჩესტერ სიტი
9. დეიან კულუსევსკი, ტოტენჰემი
10. ხავი სიმონსი, ლაიფციგი