სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 12 ქულა ჰიუსტონთან | სპურსმა ისევ წააგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსის“ მოუგებელი სერია გრძელდება - ტეხასელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგეს, ამჯერად „ჰიუსტონ როკეტსთან“ - 106:118.

ქართველმა კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 20:28 წუთი გაატარა, მისი მონაგარი 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა გახლდათ.

სანდრო მამუკელაშვილის საუკეთესო მომენტები:

ტრავმირებული ვიქტორ ვემბანიამას არყოფნაში „სპურსის“ რიგებში საუკეთესო სტეფან ქასთლი იყო - 22 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი „ჰიუსტონის“ ფორვარდი, ემენ ტომპსონი გახდა (25 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი).

57 მატჩის შემდეგ „სპურსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 2 მარტს, გასვლაზე, „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძეს ძალიან ცოტა დრო დაუთმეს | ორლანდო კლივლენდთან განადგურდა
ბითაძეს ძალიან ცოტა დრო დაუთმეს | ორლანდო კლივლენდთან განადგურდა