გიორგი ბერიძე, უიპეშტი
Aa
Aa

ბერიძის გოლით - უიპეშტი უნგრეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა

უნგრეთის თასის მერვედფინალში გიორგი ბერიძის უიპეშტი დოროგის ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ამ შედეგით უიპეშტი მეოთხედფინალში გავიდა. ერთადერთი გოლი გიორგი ბერიძემ მე-20 წუთზე გაიტანა.

დარჩენილ დროში, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა რიგ ეპიზოდებში მეკარეები ბრწყინავდნენ.

ცნობისთვის, აღნიშნულ მატჩში ქართველმა შემტევმა მოედანზე 61 წუთი დაყო. სამწუხაროდ, გიორგიმ ბოლოს მინდორზე 90 წუთი 2024 წლის 18 დეკემბერს გაატარა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ბერიძემ უნგრული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად მეოცედ მოირგო. მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
L'equipe: ლიონი პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უჩივის
L'equipe: ლიონი პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უჩივის