ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, დეზირე დუე
Aa
Aa

ენრიკე: ჩვენი მიზანი ბურთის ხვიჩამდე და დუემდე ხშირად მიტანა იყო

ლუის ენრიკემ საფრანგეთის „თასის“ 1/4-ფინალში მეოთხე ლიგელი „სტად ბრიოშინი“ს დამარცხების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და გუნდის თამაშს იდეალური უწოდა.

„მოხარული ვარ, რომ გუნდში ამდენი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც კლუბის მაისურით ასპარეზობა სურთ. ეს იყო იდეალური საღამო, რადგან ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ნახევარფინალში გავედი, მიზანიც ეს იყო. ასევე რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მივეცით.

სტად ბრიოშინს მინდა მივულოცო, მათ ლიგა 1-ის ორ გუნდს მოუგეს და აქამდე მოვიდნენ. ტრიბუნებზე საოცარი გარემო იყოს. მასპინძლებმა პირველ ტაიმში თავი კარგად დაიცვეს. ჩვენი მიზანი იყო ბურთი კვარასთვის და დუესთვის რაც შეიძლება ხშირად მიგვეწოდებინა, ეს შევძელით და გამარჯვების მოპოვებაც გაგვიადვილდა. ბურთი სწრაფად მოძრაობდა. რომ არა ეს გარემოება, დღეს რთული მატჩი გვექნებოდა.

ჩვენ ამ პროექტის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად. კიბეზე ასვლა უნდა განვაგრძოთ. სად არის საზღვარი? ჩვენთვის ზღვარი არის ცა, გვინდა ზეცამდე მივაღწიოთ, გვინდა იქ ვიყოთ და მოლოდინები გავამართლოთ“.

- 7-0 ბრესთან, 7-0 სტად ბრიოშინთან - გეგმავთ თუ არა იმავეს ლილთან და ლივერპულთან?

„იმედი მაქვს ასე იქნება (იცინის), ბოლო სამ შეხვედრაში 17 გოლი სულაც არ არის ცუდი შედეგი. ზოგიერთ კრიტიკოსზე ახლა უბრალოდ მეცინება. ჩვენ გავაგრძელებთ პროგრესს და ამ გზას ბოლომდე გავივლით. არ გვეშინია და არ დანებებას ვაპირებთ.

ლივერპული? დიახ, მათთვის გარდამავალი სეზონია. ჩვენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდზე ვსაუბრობთ. მათი შედეგები ამაზე მეტყველებენ. მაგრამ ჩვენ ტურნირზე დარჩენას ვაპირებთ, შევეცდებით მათ საქმე გავურთულოთ.

ვფიქრობ ფრანგულ ფეხბურთს ძალიან ცუდი პრესა აქვს. მე აქ ძალიან მაღალ დონეს ვხედავ. დიახ, ჩვენ პსჟ ვართ, მაგრამ ჩვენს გარდა ბევრი კარგი გუნდია და ფრანგული ფეხბურთის დონეს სწორედ ეს ასახავს“.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებს მომდევნო მატჩი შაბათს (23:55) „ლილის“ წინააღმდეგ ელით. ოთხშაბათს კი „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური დაპირისპირების დრო მოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძის კარგი მატჩი - ემპოლიმ იუვე იტალიის თასიდან გამოაგდო
გოგლიჩიძის კარგი მატჩი - ემპოლიმ იუვე იტალიის თასიდან გამოაგდო