ლიონი, ხვიჩა კვარაცხელია, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

L'equipe: ლიონი პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უჩივის

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’equipe იუწყება, რომ ლიონი პარი სენ ჟერმენს პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის ასოციაციაში ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე უჩივის. ფონსეკას გუნდში თვლიან, რომ კვარას მათ წინააღმდეგ არ უნდა ეთამაშა.

წყაროს ცნობით, ლიონმა საჩივარი უკვე შეიტანა და ამტკიცებს, რომ ქართველ ფეხბურთელს თამაშის უფლება არ ჰქონდა და პარი სენ ჟერმენი „ფეარ პლეის“ პრინციპებს არღვევს.

ოფიციალურ საჩივარში, ლიონის პრეზიდენტმა ჯონ ტექსტორმა დაწერა:

„ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა მხოლოდ კლუბის დაფინანსების გამო გახდა შესაძლებელი. ეს კი უცხოური სუბსიდიების აკრძალვის რეგულაციას ეწინააღმდეგება. ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის დამტკიცება და მისი რეგისტრაცია, როგორც ახალი მოთამაშე, არღვევს LFP-ს(პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის ასოციაცია) ადმინისტრაციულ დებულებებს."

ლიონი კერძოდ ეყრდნობა LFP-ს 2024/2025 წლების დადგენილი წესების 556-ე და 560-ე მუხლებს. 560-ე მუხლი ადგენს, რომ ფეხბურთელის კვალიფიკაციის ან მონაწილეობის ერთ-ერთი დებულების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი გუნდი წაგებით უნდა დაისაჯოს, თუმცა მომჩივანი კლუბი ქულების დაწერის პრივილეგიით არ სარგებლობს. ასევე უნდა გაუქმდეს დამრღვევის გუნდის მიერ გატანილი გოლებიც.

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, ლიონის მფლობელმა საჯაროდ დაგმო ის ფაქტი, რომ პარი სენ ჟერმენი კატარის სახელმწიფოდან ფინანსდება. ეს არის ომის ახალი ეპიზოდი, რომელშიც ორი კლუბის პრეზიდენტი რამდენიმე თვეა იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ლიონთან შესანიშნავად იასპარეზა, საგოლე პასი მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძის კარგი მატჩი - ემპოლიმ იუვე იტალიის თასიდან გამოაგდო
გოგლიჩიძის კარგი მატჩი - ემპოლიმ იუვე იტალიის თასიდან გამოაგდო