კვარას მოპოვებული პენალტი - პსჟ საფრანგეთის თასის ნახევარფინალშია
საფრანგეთის თასის 1/4-ფინალურ ეტაპზე პსჟ-ს მეტოქე მეოთხე ლიგელი „სტად ბრიოშინი“ იყო, რომელიც ლუის ენრიკეს გუნდმა 7:0 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა.
ცნობისთვის, „სტად ბრიოშინი“ საფრანგეთის რანგით მეოთხე ლიგაში (National 2)-ში ასპარეზობს, სადაც ამჟამად 16 გუნდიდან მე-9 ადგილზეა. თასის მიმდინარე გათამაშებაში მათ ასპარეზობას უკვე 4 გუნდი გამოთიშეს, მათ შორის ლიგა 1-ის წარმომადგენლები „ნიცა“ და „ლე ავრი“.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი ტაიმი პარიზელებმა 2:0 მოიგეს. მეორეში კი კიდევ 5 გოლის გატანა შეძლეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და 62 წუთი ითამაშა. აქტიური იყო, სტანდარტულებს ასრულებდა და პენალტიც მოიპოვა, რომელიც გოლად გონსალუ რამუშმა აქცია, რომელმაც საბოლოოდ ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო.
პსჟ მომდევნო შეხვედრას შაბათს ღამით (23:55) შინ „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს. ოთხშაბათს კი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ 1/8-ფინალი ელით.