იუვენტუსი, ემპოლი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძის კარგი მატჩი - ემპოლიმ იუვე იტალიის თასიდან გამოაგდო

კოპა იტალიის მეოთხედფინალში ტურინის იუვენტუსმა ემპოლის უმასპინძლა და დამარცხდა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ბიანკონერიმ პენალტების სერიაში წააგო.

საბა გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და მინდორზე მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა და ტურინელთა არაერთი შეტევა ჩაშალა.

ანგარიში მალეჰმა 24-ე წუთზე გახსნა და ემპოლი დააწინაურა. მოტას გუნდმა წონასწორობა 66-ე წუთზე ტიურამის გოლით აღადგინა.

90 წუთის ამოწურვის შემდეგ, პენალტების სერია დაინიშნა. მასპინძელთა მხრიდან თერთმეტმეტრიანი ვლაჰოვიჩმა და ილდისმა ვერ გაიტანეს. საპირისპიროდ კი ემპოლიდან პენალტი ყველამ ზუსტად შეასრულა.

ბოძებულ დროში, ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 3 დუელი მოიგო, 4-ჯერ განმუხტა სიტუაცია და 7-დან 6 ზუსტი პასი შეასრულა. პოზიცია ერთხელ დაკარგა და ასევე მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა.

ცნობისთვის, იტალიის თასის ნახევარფინალში ემპოლი ბოლონიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 4 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
London football awards: ჩაკვეტაძე ნომინანტთა შორის
London football awards: ჩაკვეტაძე ნომინანტთა შორის