გაბრიელ სიგუა, ბაზელი
Aa
Aa

შვეიცარიის თასი: სიგუამ ეტუალს გაუტანა და ბაზელი ნახევარფინალშია

შვეიცარიის თასის ¼-ფინალში ბაზელი ეტუალს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდი 83-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა.

73-ე წუთზე მინდორზე გაბრიელ სიგუა გამოჩნდა, რომელმაც ზუსტად 11 წუთში წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში კი ბაზელის მხრიდან ორივე გოლი კევინმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს შვეიცარიულ კლუბში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა და მისი სტატისტიკაც საკმაოდ მწირია.

მაგალითად, სიგუამ სათამაშო წუთები წინა მატჩში მიიღო, სადაც ბაზელი სენტ გალენს დაუზავდა(2:2). იქამდე კი გაბრიელი ზედიზედ 4 შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას მიმდინარე სეზონში საკმაოდ მძიმე ტრავმა ჰქონდა და ამის გამო 86 დღე და 15 მატჩი გამოტოვა.

ასევე გეტყვით, სიგუა ბაზელში 2023 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტე ბოლომდე ცდილობა ხვიჩას გადარწმუნებას, თუმცა ბოლოს მისი აზრი გაითვალისწინა“
„კონტე ბოლომდე ცდილობა ხვიჩას გადარწმუნებას, თუმცა ბოლოს მისი აზრი გაითვალისწინა“