London football awards: ჩაკვეტაძე ნომინანტთა შორის
London football awards-ის 2025 წლის დაჯილდოებაზე ნომინანტთა შორის გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა.
ინფორმაციას London football awards-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
გიორგი ჩაკვეტაძე შემდეგ ნომინაციაშია წარდგენილი: ინგლისის ჩემპიონშიფის ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის ლონდონის საფეხბურთო გუნდების საუკეთესო მოთამაშის ჯილდო.
ხსენებული ჯილდოსთვის ჩაკვეტაძის ჩათვლით 5 მოთამაშე იბრძოლებს.
View this post on Instagram
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებიდან მიღებული მთელი შემოსავალი მომაკვდინებელი სენით დაავადებული ადამიანების ცენტრს გადაეცემა.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძის მიმდინარე სეზონის მონაგარს. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის გასულ ტურში ლუტონის წინააღმდეგ 2:0 მოგებულ მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა.