ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„კონტე ბოლომდე ცდილობა ხვიჩას გადარწმუნებას, თუმცა ბოლოს მისი აზრი გაითვალისწინა“

„ნაპოლის“, „რომასა“ და „ინტერის“ ყოფილი მოთამაშე ლუჩიანო მარანგონი 1 Station Radio-სთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლის დეტალებზე საუბრობს და ანტონიო კონტეს როლს უსვამს ხაზს, რომელმაც თავისი საწადელი ვერ აისრულა.

„კვარაცხელია წავიდა და მოვიდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ნოა ოკაფორია. ამით გუნდი რა თქმა უნდა დასუსტდა.

ნაპოლის აუცილებლად უნდა გამოეჩინა ძალისხმევა, რომ კვარაცხელია ზაფხულამდე არსად წასულიყო და ივნისში უკვე მისი გაყიდვა სულ სხვა ფასად იქნებოდა შესაძლებელი. ჩემი აზრით, აქ კლუბმა დიდი შეცდომა დაუშვა.

ვიცი, რომ კონტე ბოლომდე ცდილობდა ხვიჩას გადარწმუნებას, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ბიჭს წასვლა სურდა, მისი აზრი გაითვალისწინა. მიზეზები მხოლოდ მათ იციან.

არ ვიცი ნაპოლიმ რატომ არ გააძლიერა შემადგენლობა. შესაძლოა მათ ფინანსურად არ ჰქონდათ შესაბამისი შესაძლებლობები, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ მხრივ კლუბში ბალანსი შენარჩუნებულია. რატომ დასრულდა ასე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა? შიდა სამზარეულოს უნდა იცნობდე და იქ იყო, რომ ამაზე პასუხი გქონდეს. კონტეს სურს შემადგენლობის გაძლიერება, არა მხოლოდ ახლა, არამედ ახალი სეზონისთვისაც, რადგან გაისად გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ელის, სადაც უფრო მეტა კონკურენტუნარიანობა იქნება საჭირო“.

აქვე გეტყვით, რომ დღეს იტალიურმა Calciomercato-მ კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ დაწერა და მისი რეალური ფასი გაასაჯაროვა, რომელიც 80 მილიონი ევროა. აქედან 24 მილიონი პარი სენ-ჟერმენმა იანვარში გადაიხადა, დანარჩენ 56 მილიონს კი პსჟ 4 ნაწილად დაფარავს და „ნაპოლის“ 14-14 მილიონს გადაურიცხავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოხდა ის, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი გვეგონა“ | რას წერს AS-ი მამარდაზე
„მოხდა ის, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი გვეგონა“ | რას წერს AS-ი მამარდაზე