ნაპოლი, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი მანა
Aa
Aa

მანა: “ხვიჩას გაშვებით სწორი არჩევანი გავაკეთეთ“

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლის შემდეგ არ ეშვებიან და მასზე მაინც ხშირად საუბრობენ. Sky Sport-თან საუბრისას, პარტენოპეის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი გააკეთა.

მანა:

„ხვიჩას წასვლა? ასეთი ფეხბურთელის შუა სეზონში წასვლა სინანულის შეგრძნებას იწვევს და ადვილი არასდროს არის. კვარაცხელიას წასვლამ მასწავლა, რომ ისეთი რაღაცების გამოსასწორებლად უნდა ვიყო მზად, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვართ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ.“

ცნობისთვის, დღეს გაირკვა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი პარი სენ ჟერმენში არა 70 მილიონი ევრო, არამედ 80 მილიონი დაჯდა.

ასევე გეტყვით, რომ ხვიჩას წასვლის შემდეგ, ნაპოლის შედეგები გაუარესდა და სერია ა-ში ლიდერობდა. დაკარგა.

ანტონიო კონტეს გუნდმა სერია ა-ს ბოლო 4 თამაშიდან 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ნაპოლიმ მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ ინტერს 1 ქულით ჩამორჩა.

რაც შეეხება კვარაცხელიას პარიზულ მონაგარს, ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტემ ისეთი ფეხბურთელი დაკარგა, რომელიც თამაშებს მარტო იგებდა“ - პანდევმა კვარაზე ისაუბრა
„კონტემ ისეთი ფეხბურთელი დაკარგა, რომელიც თამაშებს მარტო იგებდა“ - პანდევმა კვარაზე ისაუბრა