პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

დე ბრუინი ტერმინალურ დაცემაშია - ოლიმპოს მთაზე მისი დრო დასრულდა

მანჩესტერ სიტის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლივერპულის წინააღმდეგ შეურაცხყოფა მიაყენეს და ახლა ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ შეუძლია მას კვლავ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა.

მაიკლ ჯორდანის „უკანასკნელი ცეკვა" ჩიკაგო ბულზთან ერთად ნამდვილად დიდებული იყო, ხოლო დე ბრუინის ბოლო სეზონი ქალაქელებში, პირიქით.. ის თითქოს ქორწილში მყოფი მთვრალი ბაბუასავით გრძნობს თავს.. თითქოს ბელგიელი ნახევარმცველი საკუთარი თავის ხელახლა გაცოცხლებას ცდილობს, მაგრამ მაინც უჭირს ფეხების სწრაფი მოძრაობა, რაც მისთვის თვალის არიდების სურვილს იწვევს, თუმცა საბოლოო ჯამში ვერ არიდებ და ყველაფერი სევდიან სანახაობას ემსგავსება.

ამ სეზონში ბევრჯერ გამოჩნდა, რომ კევინის დრო სრულდება, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ ეს ლივერპულის წინააღმდეგ გამოჩნდა. სიტიმ მოცემული რეალობა უნდა მიიღოს და რაიმე მოიფიქროს, რომ საკუთარი კაპიტნის შერცხვენა თავიდან აირიდოს..

რთული საყურებელია..

ნამდვილად რთული იყო იმის ყურება, თუ როგორ იტანჯებოდა 33 წლის ვარსკვლავი მერსისაიდული გრანდის წინაშე.. დე ბრუინმა თავის კარიერაში ლივერპული არაერთხელ დაამწუხრა. ყველაზე მეტად კი 2021/2022 წლების სეზონში, როდესაც ლივერპულს და მანჩესტერ სიტის ერთმანეთთან ერთი ქულა აშორებდათ. ამ გუნდების ორივე დაპირისპირებაში გაიტანა..

აღნიშნულ სეზონში კევინი 15 გოლით და 8 საგოლე პასით ქალაქელების მთავარი ბომბარდირი იყო. ტიტულისთვის ბრძოლის დროს დასამახსოვრებელი ვულვზთან მატჩი იყო, რომელშიც მან 4 გოლი გაიტანა..


კვირას, არნე სლოტის გუნდის წინააღმდეგ, თამაშის ტემპთან გამკლავებისთვის იბრძოდა. როგორც ჩანს, მას საკუთარი თავის ისევ სჯერა. დე ბრუინმა მარცხენა ფეხით მარჯვენა ფლანგზე შეუძლებელი დარტყმა სცადა და შედეგი სამარცხვინო იყო. ბურთი კუთხურის დროშისკენ გაფრინდა და სტადიონზე სასტიკი დაცინვის ხმა გაისმა..

ეს გუარდიოლასთვის მანიშნებელი უნდა ყოფილიყო, რომ დე ბრუინი გაეყვანა, მაგრამ არა.. პეპმა ის კიდევ 21 წუთი ათამაშა და მერსისაიდელთა ქომაგები მას მუდმივად დასცინოდნენ..

როდესაც საბოლოოდ გაირკვა, რომ დე ბრუინი მოედანს ტოვებდა, სიტის გულშემატკივრები ფეხზე წამოდგნენ და აპლოდისმენტებით გააცილეს, თუმცა ეს არ იყო ის ოვაცია, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა.. ეს უფრო მეტად დაკრძალვის დროს, გარდაცვლილის მიმართ პატივის მიგების ნიშნად დაკრულ ტაშს ჰგავდა..

გასულ სეზონში უნდა წასულიყო?..

2024 წლის ივნისში, ზედიზედ მეოთხედ მოგებული ისტორიული პრემიერ ლიგის შემდეგ, დე ბრუინი საუდის არაბეთში გადასვლას განიხილავდა. მას ალ იტიჰადი ეპატიჟებოდა, თუმცა კევინმა ბელგიურ მედიას განუცხადა: „ჩემს ასაკში ყველაფრისთვის ღია უნდა იყო. საუბარი დაუჯერებელ თანხაზეა, რამაც შეიძლება ჩემი კარიერა ევროპაში დაასრულოს. ხანდახან ამაზე უნდა იფიქრო.“

საბოლოოდ, 33 წლის ნახევარმცველი სიტიში გუარდიოლას თხოვნით დარჩა. ქალაქელებს ზაფხულში საკმაოდ მშვიდი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდათ და მხოლოდ გიუნდოგანი და სავინიო დაიმატეს. პეპს სჯეროდა, რომ დე ბრუინს წინ კიდევ ერთი დიდებული სეზონის ჩატარება შეეძლო..

კევინმა სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა 31 ოქტომბერს ტრავმა მიიღო და 44 დღე გამოტოვა. ამ პერიოდში სიტიმ 10 მატჩი ჩაატარა. როდრის და დე ბრუინის გარეშე დარჩენილმა გუნდმა კატასტროფა განიცადა..

დაბრუნების შემდეგ, ისეთი შეგრძნება გაჩნდა, თითქოს დე ბრუინის სხეულმა ცვეთა დაიწყო. მან ამ სეზონში პრემიერ ლიგის 26 მატჩიდან მხოლოდ 12-ში დაიწყო ძირითადი შემადგენლობიდან.. აღსანიშნავია, რომ გამონათებებიც ჰქონდა. ზედიზედ 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა.(ვესტ ჰემთან, ბრენტფორდთან, იფსვიჩთან)..

პეპ გუარდიოლამ ბელგიელი სუპერვარსკვლავი მადრიდის რეალთან მეორე მატჩში არ ათამაშა, რადგან ეტიჰადზე გამართულ შეხვედრაში, გავლენა ვერაფერზე მოახდინა. ის ასევე მოგვიანებით ცვლილებაზე შევიდა არსენალთან და ლივერპულთან მატჩის დროს.. ნათლად გამოჩნდა, რომ გუარდიოლა მისით უკმაყოფილო იყო..

დეკემბერში, არაერთი მოუგებელი მატჩის შემდეგ, როგორც იქნა სიტიმ ლესტერი დაამარცხა და გუარდიოლამ ასეთი რამ თქვა: „კევინში ეჭვი არ მეპარება. როცა ის ფორმაშია საუკეთესოა. ხანდახან თავს კარგად არ გრძნობდა, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია.“

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ დე ბრუინი დროთა განმავლობაში, სულ უფრო უვარგისი ხდება. საპირისპიროდ კი ბრიტანული მედია მისი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე წერს. ვარაუდობენ, რომ კევინი ხელშეკრულების განახლებას დათანხმდება, თუმცა ნაკლები ანაზღაურებით და ნაკლებად მნიშვნელოვანი როლით..

გიუნდოგანის უკან დაბრუნება დიდი იმედგაცრუება იყო და დე ბრუინის კონტრაქტის გახანგრძლივებაც ასე მოჩანს..

დრო ყველას სწვდება და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა როი კინი ძალიან უხეში იყო: „დე ბრუინის კონტრაქტი იწურება. დგება დრო, როდესაც ბერდები და ეს გეტყობა.. გეტყობა განსაკუთრებით მაშინ, როცა ნახევარდაცვაში თამაშობ..“

ალბათ გულის სიღრმეში პეპს მისი დარჩენა არ სურს და მოცემულ სიტუაციას ეგუება. მიუხედავად ამისა, კევინს საჯაროდ მაინც იცავს: „ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის იყო, არის და იმედია იქნება ჩვენი ოჯახის წევრი.“

იმ ყველაფრის შემდეგ, რაც კევინმა მანჩესტერ სიტის და პრემიერ ლიგას მისცა, არ უნდა უწევდეს დამამცირებელი კომენტარების და დაცინვის ატანა. რა თქმა უნდა, მას წელს კიდევ ექნება ისეთი მატჩები, სადაც მისი გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მისი გამოყენება ზომიერად არის საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული ის უხერხულობები, რომლებიც ლივერპულთან მატჩის შემდეგ წარმოიშვა.

ახლა კევინის და სიტის მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრა და FA Cup-ზე ტიტულის მოპოვებაა.. წესით ეს რთული არ უნდა იყოს..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბავშვი ედმონტონიდან, რომელმაც კაპიტანი შეარცხვინა“ - მე ალფონსო დეივისი ვარ
“ბავშვი ედმონტონიდან, რომელმაც კაპიტანი შეარცხვინა“ - მე ალფონსო დეივისი ვარ