ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

“ვინისიუს მოკვდი“ - ბარსას ქომაგები ატლეტიკოსთან მატჩის დროს

კოპა დელ რეის ნახევარფინალში დიდებული დაპირისპირება გაიმართა. ბარსელონამ ატლეტიკოს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა. ყველაფერი მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე გაირკვევა.

მატჩის მიმდინარეობისას, მონჟუიკის გარშემო მყოფი ბარსას გულშემატკივრები იმის მაგივრად, რომ საკუთარი გუნდის თამაშით დამტკბარიყვნენ, რეალის ქომაგების და ვინისიუსის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები.

ესპანური MARCA ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ყველაფერი ნათლად ჩანს. ბლაუგრანას გულშემატკივრები სკანდირებდნენ: „მადრიდისტა ბ***ის შვილებო, ვინისიუს მოკვდი“

ჯერჯერობით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას მომხდართან დაკავშირებით, არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თანამედროვე ფეხბურთელები კრიტიკას შეურაცხყოფად იღებენ“ - ტენ ჰაგი
„თანამედროვე ფეხბურთელები კრიტიკას შეურაცხყოფად იღებენ“ - ტენ ჰაგი