ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„თანამედროვე ფეხბურთელები კრიტიკას შეურაცხყოფად იღებენ“ - ტენ ჰაგი

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „აიაქსის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა SEG Stories-თან ინტერვიუში ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის სირთულეებზე ისაუბრა.

55 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ახალი თაობის ფეხბურთელები კრიტიკას შეურაცხყოფად იღებენ.

ერიკ ტენ ჰაგი:

„ჩემი თაობის ფეხბურთელებს უფრო ადვილად ეგუებოდნენ კრიტიკას, მწვრთნელებს კი პირდაპირ საუბარი შეეძლოთ. ახლა რომ ფეხბურთელებს ისე ესაუბრო, როგორც მე მესაუბრებოდნენ მწვრთნელები, ეს დემოტივაციას გამოიწვევდა. ახლა ფეხბურთელები კრიტიკას შეურაცხყოფად იღებენ.

ახლა მწვრთნელებს ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ მეტი სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატვა მოეთხოვება. ამ თაობასთან სამუშაოდ განსხვავებული სიტყვები და განსხვავებული მიდგომა გჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგი „წითელი ეშმაკების“ თავკაცის თანამდებობიდან გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს - ის რუბენ ამორიმმა შეცვალა.

„მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელის რანგში მან 128 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 70 მოიგო, 23 ფრედ დაასრულა, 35 კი წააგო. „იუნაიტედთან“ ერთად ტენ ჰაგმა თითო ჯერ ლიგის თასი (2022–23) და ასოციაციის თასი (2023–24) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედმა სამსახურიდან 200-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა
მანჩესტერ იუნაიტედმა სამსახურიდან 200-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა