მილანი პულიშიჩს კონტრაქტს 2028 წლამდე გაუხანგრძლივებს
კრისტიან პულიშიჩი „მილანთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი წერს.
იტალიური გაზეთის ინფორმაციით, მხარეებს შორის დიალოგი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კლუბი ამერიკელ ვინგერს კონტრაქტს 2028 წლამდე სთავაზობს და შესაძლებელია ხელშეკრულებაში კიდევ 1 სეზონით გახანგრძლივების მუხლი ჩაიდოს.
გავრცელებული ცნობით, პულიშიჩი მზად არის ეს წინადადება მიიღოს. ამასთან მისი ხელფასი წელიწადში 4 მილიონიდან 5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ამერიკელს „მილანთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, სადაც ის 2023 წელს გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, პულიშიჩმა 21 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა.