ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, გორან პანდევი
Aa
Aa

„კონტემ ისეთი ფეხბურთელი დაკარგა, რომელიც თამაშებს მარტო იგებდა“ - პანდევმა კვარაზე ისაუბრა

„ინტერის“, „ნაპოლისა“ და ჩრდ. მაკედონიის ყოფილმა ფეხბურთელმა, გორან პანდევმა Il Mattino-სთან ინტერვიუს დროს „ნაპოლის“ ამჟამინდელ სეზონზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ანტონიო კონტეს შესახებ თავისი აზრი დააფიქსირა.

რა თქვა პანდევმა:

„ვინ მოიგებს სკუდეტოს? დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე დაძაბული ბრძოლა იქნება და იმედი მაქვს, რომ გამარჯვებული „ინტერი“, ან „ნაპოლი“ იქნება. მაგრამ უნდა უფრთხილდნენ „ატალანტასაც“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ბერგამოელები სკუდეტოსთვის ბრძოლაზე გადაერთვებიან. გასპერინის კარგი შემადგენლობა ჰყავს და ყველა გუნდისთვის სახიფათო მეტოქე იქნება“.

„კვარაცხელიას დამშვიდობება? როდესაც კვარა წავიდა, კონტემ თავისი სიტყვებით გუნდში ენთუზიაზმის შეტანა სცადა, მაგრამ რამდენიმე დაბრკოლება არსებობს. „ნაპოლიში“ კონტე უკვე გამარჯვებული მწვრთნელია, მას სეზონის განმავლობაში ბევრი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავდა, შემდეგ კი გუნდმა კვარაცხელიაც გაყიდა, რომელსაც თამაშების მარტო მოგება შეეძლო. იმედი მქონდა, რომ მისი გაყიდვის შემდეგ, „ნაპოლი“ ბაზარზე უფრო აქტიური იქნებოდა, მაგრამ ზამთარში გამორჩეული მოთამაშე არ დაიმატეს. კლუბი ამ ხაზს უკვე წლების განმავლობაში მიჰყვება“.

გორან პანდევი „ნაპოლიში“ 2011-2014 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 92 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლიმ“ ბოლო 4 მატჩში ვერ შეძლო გამარჯვება. ანტონიო კონტეს გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან 1 წააგო, 3 კი ფრედ ითამაშა და სატურნირო ცხრილში ლიდერობაც დაკარგა. 26 ტურის შემდეგ „პარტენოპეი“ 56 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ „ინტერს“ 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ექსპერიმენტებს ბრწყინვალედ მოერგო“ - ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი ხვიჩაზე
„ექსპერიმენტებს ბრწყინვალედ მოერგო“ - ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი ხვიჩაზე