წითელი ბარათი გაუუქმეს | ანტონი რეალთან ითამაშებს
ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში, „რეალი“ „ბეტისს“ დაუპირისპირდება. „ხეტაფესთან“ მატჩში, „ვერდიბლანკოს“ ფეხბურთელმა, ანტონიმ წითელი ბარათი მიიღო და „სამეფო კლუბთან“ ჩანიშნული შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ ვითარება შეიცვალა.
საფინალო სასტვენის შემდეგ, „ბეტისმა“ მთავარი არბიტრის, ხავიერ ალბეროლა როხასის გადაწყვეტილება სადისციპლინო კომიტეტში გაასაჩივრა. კომიტეტმა ანტონის ეპიზოდი განიხილა და ახლახან, კლუბს შეატყობინა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს წითელი ბარათი გაუუქმა, რაც ნიშნავს, რომ ანტონი „რეალთან“ გუნდს დაეხმარება.
???????????? Antony’s red card has been officially cancelled and he will be available to play against Real Madrid.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 26, 2025
Decision communicated to Real Betis in the morning. pic.twitter.com/3BMTQp2U19
ალბეროლა როხასის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ანტონიმ ვარდნა უკნიდან განახორციელა და გადამეტებული ძალა გამოიყენა, რის გამოც, მისი გაძევება გადაწყვიტა. სადიცისპლინო კომიტეტის მიხედვით, რეალურად, მსგავსი არაფერი მომხდარა და ანტონის კარიერაში პირველი წითელი ბარათი გაუუქმდა.
შეგახსენებთ, რომ „ბეტისს“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „რეალი“ „ბარსელონასთან“ ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს, „ატლეტიკო“ კი მათ 1 ქულით ჩამორჩება.