ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ილიას საოცარი დარტყმა აქვს, სრულყოფილი მებრძოლია“ - UFC-ის მებრძოლი თოფურია-მახაჩევის ჩხუბზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ხოსე დელგადომ Inside Fighting-თან ინტერვიუს დროს ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და თავისი პროგნოზი დააფიქსირა.

რას ამბობს ხოსე დელგადო:

„ილიას ამ ბრძოლაში გამარჯვების რეალური შანსი ექნება. ის ყველაზე სრულყოფილი მებრძოლია, ვინც კი ოდესმე მინახავს, იგივე შეიძლება ითქვას ისლამზეც. სწორედ ეს ფაქტი ხდის ამ ბრძოლას ასე ამაღელვებელს და განსაკუთრებულს. თოფურიას ამბიციების მესმის და მის მისწრაფებებს პატივს ვცემ. მას ძლიერი დარტყმა აქვს და იცის, როგორ გამოიყენოს ის მეტოქის წინააღმდეგ. საოცარი კრივი და ზოგადად, შესანიშნავი შეტევა აქვს. მისი დარტყმის ძალა კი უბრალოდ წარმოუდგენელია... ისტორიაში ასეთი დარტყმა არ მინახავს. ასე რომ, გამარჯვება ორივეს შეუძლია, არ ვიცი, ფსონი რომელ მათგანზე უნდა დავდო... იმედია ამ ბრძოლას მალე ვიხილავთ“.

რამდენიმე დღის წინ „მატადორმა“ ოფიციალურად დააანონსა, რომ ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს და შესაბამისად, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს ვაკანტურს გახდის, ქამრისთვის კი UFC 314-ზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იბრძოლებენ. მსუბუქ წონაში ილიას მეტოქე ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას მეტოქე შეიძლება ამის შემდეგ გაირკვეს“ - რას ამბობს არიელ ჰელვანი
„ილიას მეტოქე შეიძლება ამის შემდეგ გაირკვეს“ - რას ამბობს არიელ ჰელვანი