„ორივესთვის რთული ჩხუბი იქნება“ | დიეგო ლოპესი მახაჩევი VS თოფურიაზე
UFC-ის მებრძოლი, დიეგო ლოპესი ილია თოფურიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ლოპესმა „ელ მატადორისა“ და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ორთაბრძოლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ჩხუბი ორივესთვის ძალიან რთული იქნება.
„მსუბუქ წონით დივიზიონში, თოფურიას კარგი ჩხუბების ჩატარება შეუძლია. ახალგაზრდაა და ყველამ ვნახეთ, რომ ნოკაუტისთვის საჭირო ძალით გამოირჩევა. მას ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს, რათა ამ წონით დივიზიონში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბი? ჩემი აზრით, ეს ორივესთვის ურთულესი ორთაბრძოლა იქნება. სტილიდან გამომდინარე, ილიასაც გაუჭირდება და მახაჩევსაც. ისლამი მასზე ოდნავ დიდი და მძიმეა, მაგრამ როგორც ვიცით, MMA-ში ყველაფერი ხდება და ზოგჯერ, ყველაზე მოულოდნელ სიურპრიზებს ვიღებთ ხოლმე“.
შეგახსენებთ, რომ თოფურია მსუბუქ წონით დივიზიონში გადავიდა და ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. ტიტულისთვის სწორედ დიეგო ლოპესი იბრძოლებს, რომელიც ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.