მოდრიჩს რეალში დარჩენა სურს - Marca
ლუკა მოდრიჩს სურს, რომ მადრიდის „რეალში“ კიდევ 1 სეზონი დარჩეს. ამის შესახებ Marca წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 39 წლის ხორვატი ნახევარმცველს უნდა, რომ სამეფო კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
„მისთვის იდეალურია ვარიანტი იქნება, რომ 2026 წლის მუნდიალზე „რეალის“ ფეხბურთელის სტატუსით ითამაშებს. ლუკა დარწმუნებულია, აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ესპანურ გრანდში თამაში განაგრძოს. მას სურს, რომ ხშირად მოხვდეს სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა იღებს ამჟამინდელ სიტუაციას და მიიჩნევს, რომ შეუძლია თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ცვლილებას მიაღწიოს“, - წერს Marca.
თავის მხრივ, „რეალი“ არ აპირებს, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი გაზაფხულის ბოლომდე განიხილოს. თუ კლუბი გადაწყვეტს, რომ ლუკასთან თანამშრომლობა განაგრძოს, მას 1-წლიან შეთანხმებას შესთავაზებენ. გამოცემის ცნობით, ეს ვარიანტი ხორვატსაც აწყობს.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ამ სეზონში მოდრიჩმა 24 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. „რეალთან“ მისი კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდეა გათვლილი.