რომან დოლიძე
Aa
Aa

დოლიძე ერთი საფეხურით დაქვეითდა | UFC-ის განახლებული რეიტინგი

UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ორგანიზაციის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. Pound For Pound-ში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად, ორგანიზაციის ტოპ 15 მებრძოლი) მცირე ცვლილება გვაქვს და ლეონ ედვარდსი ერთი ადგილით დაწინაურდა. „როკი“ მეათე ადგილიდან მეცხრეზე გადავიდა.

P4P-ში სხვა მხრივ ყველაფერი იგივეა. პირველი ისლამ მახაჩევია, მეორეზე ჯონ ჯონსი იმყოფება, მესამეზე - ალექს პერეირა, მეოთხეზე - ილია თოფურია, მეხუთეზე - მერაბ დვალიშვილი. „მანქანას“ დრიკუს დუ პლესი, ბელალ მუჰამედი და ტომ ასპინალი მოჰყვებიან.

ცვლილებები შეეხო რომან დოლიძეს. „კავკასიელი“ საშუალო წონით დივიზიონში მე-10 იყო, მაგრამ ერთი საფეხურით დაქვეითდა და მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა. დოლიძეს ენტონი ერნანდესმა გადაუსწრო. გიგა ჭიკაძეს რაც შეეხება, „ნინძა“ კვლავინდებურად მე-11 გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დოლიძე მომდევნო ორთაბრძოლას მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს. მათი ჩხუბი UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 16 მარტს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ სათასო მატჩზე ვფიქრობთ, მაგრამ გეგმა ლივერპულისთვისაც გვაქვს“ - ენრიკე
„ჯერ სათასო მატჩზე ვფიქრობთ, მაგრამ გეგმა ლივერპულისთვისაც გვაქვს“ - ენრიკე