სტად ბრიოშინი-პსჟ | იქნება თუ არა კვარა ძირითადში
დღეს ღამით ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში „სტად ბრიოშინს“ ესტუმრება.
„სტად ბრიოშინი“ საფრანგეთის რანგით მეოთხე ლიგაში (National 2)-ში ასპარეზობს, სადაც ამჟამად 16 გუნდიდან მე-9 ადგილზეა. თასის მიმდინარე გათამაშებაში მათ ასპარეზობას უკვე 4 გუნდი გამოთიშეს, მათ შორის ლიგა 1-ის წარმომადგენლები „ნიცა“ და „ლე ჰავრი“.
აშკარა ფავორიტობის მიუხედავად, ლუის ენრიკეს გუნდს სიფრთხილე მართებს, ვინაიდან საფრანგეთის თასზე ქვედა ლიგების წარმომადგენლების წარმატება არცთუ ისე იშვიათია. ასე, მაგალითად, გუშინ, მეოთხელიგელმა „კაენმა“ ლიგა 2-ის წარმომადგენელი „გენგამი“ 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მიუხედავად უახლოეს კვირაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი მატჩებისა („ლილი“ და „ლივერპული“), მთავარი ყურადღება ამ ეტაპზე სწორედ „სტად ბრიოშინთან“ სათასო დაპირისპირებაზეა გადატანილი.
ფრანგული პრესა „პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობებს აქვეყნებს, რომელთა მიხედვითაც, კვარას ძირითადში ადგილი გარანტირებული არაა.
Le Parisien: საფონოვი; ზაგუე, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი, მაიულუ, რუისი, დუე, ლი, რამუში, ბარკოლა
L’Equipe: საფონოვი; ზაგუე, მარკინიოსი, პაჩო, ერნანდესი, მაიულუ, ნევეში, რუისი, დუე, რამუში, კვარაცხელია
შეგახსენებთ, რომ სტად ბრიოშინისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 27 თებერვალს, თბილისის დროით 00:10 საათზე დაიწყება.