დონჩიჩის პირველ სამმაგი დუბლი ლეიკერსში | ლუკამ ყოფილ გუნდთან გაიბრწყინა
„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. ლუკა დონჩიჩი ყოფილ გუნდს, „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდა და ლოს ანჯელესელთა მაისურით, პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა, „ლეიკერსმა“ კი 107:99 იმარჯვა.
დონჩიჩმა პარკეტზე 35 წუთი და 18 წამი გაატარა და მატჩი 19 ქულით, 15 მოხსნითა და 12 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ლუკას ეტყობოდა, რომ ყოფილ გუნდზე გაბრაზებული იყო და ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა სამქულიანი ჩააგდო, ნიშნისმოგებით „დალასის“ სათადარიგოთა სკამს გახედა.
დონჩიჩის გარდა, გამორჩეული თამაში ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს. „მეფემ“ 27 ქულა, 12 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ოსტინ რივზმა მატჩი 20 ქულით დაასრულა. „დალასის“ რიგებში საუკეთესო კაირი ირვინგი იყო - 35 ქულა, 7 მოხსნა. კლეი ტომპსონმა 22 ქულა დააგროვა.
ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 35 მოგება და 21 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-4 გახლავთ. „დალასი“ 31 მოგებითა და 28 მარცხით მე-9 პოზიციას იკავებს.