„შეწყვიტე კონორის მიბაძვა და შენი თავი იყავი“ - პიმბლეტი თოფურიას
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა Round 8 Boxing-თან ინტერვიუს დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორი“ კონორ მაკგრეგორს ბაძავს. ინგლისელმა მებრძოლმა თოფურიასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.
რას ამბობს პედი პიმბლეტი:
„ილია თოფურიასთან ჩხუბი ძალიან მინდა. ესაა ორთაბრძოლა, რომელშიც ყველას დავუმტკიცებ, რომ ცდებოდნენ. თოფურია ჯუჯაა. ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი არაა. ჩვენს წონაში არ უნდა ჩხუბობდეს. ქვემსუბუქში უნდა დარჩენილიყო და ეს გადაწყვეტილება მის დაღმასვლას განაპირობებს“.
„მასთან უბრალოდ ჩხუბი მინდა, არ მაინტერესებს სატიტულო ბრძოლა, უბრალოდ მაჩხუბეთ. დავამტკიცებ, რომ ხალხი ცდება. ის ფიქრობს ყველაზე უკეთესია, მაგრამ ასე არ არის“.
„ის კონორ მაკგრეგორის ყალბი ასლია, მას მექსიკური ტაკოს ქარიზმა აქვს. ზურგზე მაკგრეგორის მსგავსი ტატუ გაიკეთა... შეწყვიტე კონორად ყოფნა... ვერავინ იქნება კონორი, უბრალოდ, შენი თავი იყავი“.
ცნობისთვის, თოფურიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წონის შეცვლა გადაწყვიტა და ქვემსუბუქის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. ტიტულისთვის ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იჩხუბებენ, ილიას მომდევნო მეტოქის ვინაობა კი ჯერ ცნობილი არაა.