ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ჩეილ სონენი
Aa
Aa

„ოლივეირას ამ ეტაპზე ილიასთან ჩხუბი არ სურს“ - რას ამბობს ჩეილ სონენი

UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში ილია თოფურიას პირველი მეტოქე ექსჩემპიონი ჩარლზ ოლივეირა არ იქნება. ამის შესახებ ბრაზილიელი მებრძოლის მენეჯერზე დაყრდნობთ სპორტულმა ჟურნალისტმა, ჩეილ სონენმა განაცხადა.

რა თქვა სონენმა:

„მითხრეს, რომ ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიასთან არ იჩხუბებს. თუ ილიას მასთან ჩხუბი სურს, „დუ ბრონქსს“ ორი ვარიანტი აქვს. პირველ შემთხვევაში ოლივეირამ ჰოლოუეის BMF-ის ქამარი უნდა წაართვას, შემდეგ კი მზად იქნება ილიასთან საჩხუბრად. მეორე შემთხვევაში კი ილიამ ისლამ მახაჩევი უნდა დაამარცხოს და ჩემპიონი გახდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ეჩხუბება მას ოლივეირა, იმიტომ რომ ეს უკვე სატიტულო ჩხუბი იქნება. გამიკვირდა, იმიტომ რომ სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით ჩარლზ ოლივეირას პოზიცია“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქ წონით დივიზიონში გადაინაცვლა, ხოლო ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის 12 აპრილს UFC 314-ზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იჩხუბებენ.

ამასთანავე, ესპანური პრესა ილია თოფურიას გარემოცვაზე დაყრდნობით წერს, რომ „ელ მატადორს“ მხოლოდ მსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონთან, ისლამ მახაჩევთან ბრძოლა სურს და კონტენდერებთან ჩხუბით დაინტერესებული არაა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას მეტოქე შეიძლება ამის შემდეგ გაირკვეს“ - რას ამბობს არიელ ჰელვანი
„ილიას მეტოქე შეიძლება ამის შემდეგ გაირკვეს“ - რას ამბობს არიელ ჰელვანი