კრის პოლი, სანდრო მამუკელაშვილი, ზაიონ უილიამსონი, დევინ ვესელი
Aa
Aa

ეფექტური ჩატენვა და ბლოკი | მამუკელაშვილის სან ანტონიოს მორიგი მარცხი

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მესამე თამაში წააგო. ტექსასელები დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდნენ და 103:109 დამარცხდნენ.

მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 12 წუთი და 28 წამი გაატარა. სანდროს ეფექტური ჩატენვა და დაფარება ჰქონდა, მაგრამ 5 სამქულიანი გააფუჭა და 6-დან მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო. მის ანგარიშზე 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

„სან ანტონიოს“ მაისურით ყველაზე მეტი, 20 ქულა დევინ ვესელმა ჩააგდო. ჰარისონ ბარნსსა და დე’აარონ ფოქსს 15-15 ქულა ჰქონდათ. კრის პოლმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 12 ქულა, 10 ასისტი. „პელიკანსს“ ტრეი მერფიმ ულიდერა - 24 ქულა. ზაიონ უილიამსონმა 18 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა.

ინფორმაციისთვის, „სან ანტონიოს“ 24 მოგება და 32 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. „სპურსი“ მომდევნო შეხვედრას 27 თებერვალს გამართავს და „ჰიუსტონ როქეთსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძეს ძალიან ცოტა დრო დაუთმეს | ორლანდო კლივლენდთან განადგურდა
ბითაძეს ძალიან ცოტა დრო დაუთმეს | ორლანდო კლივლენდთან განადგურდა