ჯანლუიჯი ბუფონი, ლუი ბუფონი
Aa
Aa

“ყველანი ბედნიერები ვართ“ - ბუფონი თავის შვილის ჩეხეთის ნაკრებში გამოძახებაზე

როგორც მოგეხსენებათ, ლეგენდარული ყოფილი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის შვილი, ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს.

ეს გადაწყვეტილება ბევრ იტალიელს არ მოეწონა და უამრავი კითხვა გაჩნდა. იტალიური მედია ჯიჯის დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

ბუფონი:

„ჩემმა შვილმა ეს გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღო, ისევე როგორც ასე თავისუფლად აირჩი პიზაში წასვლა. ყველა საკითხი ოჯახურად განვიხილეთ და ბედნიერები ვართ. მან საკუთარი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და საკუთარი გზა ყოველგვარი გარეგანი გავლენის გარეშე გაიაროს. რაც მას დღეს აქვს, ყველაფერი თავად გამოიმუშავა და მე არაფერ შუაში ვარ.“

ცნობისთვის, ლუი ბუფონს იტალიის და ჩეხეთის მოქალაქეობა აქვს, რადგან მისი დედა ალენა შერედოვა ჩეხია.

ლუი ბუფონმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 2024 წლის პირველ ივლისს პიზაში დაიწყო. ჯანლუიჯის შვილმა პიზა პრიმავერას მაისური 28-ჯერ მოირგო და 7 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: 50 დღეში 17 მატჩი ჩავატარეთ, დასვენება გვჭირდება
ანჩელოტი: 50 დღეში 17 მატჩი ჩავატარეთ, დასვენება გვჭირდება