გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

გულიაშვილის მე-16 გოლი სეზონში | დუბლის შესრულებასთან ახლოს იყო

ბოსნიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე, პირველ შეხვედრაში „სარაევომ'' „ზრინსკი'' მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. საპასუხო მატჩი 13 მარტს გაიმართება.

ანგარიში სტუმრებმა პენალტის ნიშნულიდან გახსნეს, ნემანია ბილბიამ გაიტანა და პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს, 68-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ გიორგი გულიაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

 

ტრადიციულად „სარაევოს'' სასტარტოში გულიაშვილი იყო, ვასილიოს გორდეზიანი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მისი დებიუტი კვლავ გადაიდო.

მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე გულიაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ბურთი კარს ააცილა.

გულიაშვილმა „სარაევოს’’ ზედიზედ მესამე მატჩში უკაპიტნა. პირველად გუნდის კაპიტანი თასის მერვედფინალში „სლოგა მერიდიანთან’’ იყო, როცა დუბლი შეასრულა, შემდეგ ბოსნიის ჩემპიონატის გასულ ტურში „ზელეზნიჩართან’’, მესამედ კი დღეს „ზრინსკისთან’’.

23 წლის ქართველმა ფორვარდმა ბოსნიის ჩემპიონატის 18 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა, ბომბარდირთა დავაში პირველზეა. რაც შეეხება თასს, სამ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. პლუს, ერთი გოლი კონფერენს ლიგაზე. ასე რომ, ამ სეზონში მის ანგარიშზე 16 გოლია (ყველა ტურნირის ჩათვლით).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MLS-ის ახალგაზრდული ლიგიდან საქართველოს ნაკრებში (U16) - გაიცანით გეგა დათუნაიშვილი
MLS-ის ახალგაზრდული ლიგიდან საქართველოს ნაკრებში (U16) - გაიცანით გეგა დათუნაიშვილი