კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

რონალდუს 925-ე გოლი კარიერაში და ალ ნასრის მნიშვნელოვანი გამარჯვება

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ალ ნასრი ალ ვეჰდას ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. კრიშტიანუ რონალდუ კი ისტორიის წერას აგრძელებს.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ანგარიში სწორედ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა გახსნა, ხოლო მეორე გოლი სადიო მანეს ანგარიშზეა. საინტერესო ის გახლავთ, რომ სენეგალელს 9 თამაშის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი და კრიშტიანუმ მას პენალტის შესრულება დაუთმო.

რონალდუმ კარიერაში 925-ე გოლი გაიტანა, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 25 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ ალ ნასრის კარგი სეზონი არ აქვს. საუდის პრო ლიგაში რონალდუს გუნდი 47 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ ალ იტიჰადს 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა ბენზემას გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შემდეგ ტურში ალ ნასრი ორუბაჰს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 28 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მულინი: “გავოცდი, როცა ზურიკო ძირითად შემადგენლობაში ვერ ვნახე“
მულინი: “გავოცდი, როცა ზურიკო ძირითად შემადგენლობაში ვერ ვნახე“