ერთა ლიგა - საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები კვიპროსთან დამარცხდა
ქალთა ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად კვიპროსს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 2:1 დამარცხდა.
მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე ანგარიში გახსნეს. თავი ვიოლარიმ გამოიჩინა. 28-ე წუთზე ვიოლარიმ დუბლი შეასრულა, რასაც პირველი ტაიმის მიწურულს, ნათიამ დანელიამ უპასუხა და საქართველო შესვენებაზე 1-ბურთიანი ჩამორჩენით გავიდა.
მეორე ტაიმში ნაკრებებს დაღლა შეეტყოთ და შეტევის სიმწვავემაც იკლო. ირის ანტმანის შეგირდებს მომენტები ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ კვიპროსმა 2:1 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ წინა მატჩი საკუთარ კედლებში ანდორას 2:1 მოუგო. მესამე ტურში ირის ანტმანის გაწვრთნილი ნაკრები მალტას უმასპინძლებს. მატჩი 4 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.