ტორპედო
Aa
Aa

20 წლის ბრაზილიელი ტორპედოში | ლიმამ კონტრაქტი გააფორმა (1+1)

ქუთაისის „ტორპედოში’’ 20 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი რაფაელ ლიმა ითამაშებს. რაფაელმა ქუთაისურ გუნდთან ერთად ესპანური შეკრება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. ამპლუით მარცხენა გარემაბია, თუმცა შემტევი ნახევარმცველისა და მარჯვენა გარემარბის პოზიციებზეც თამაშობს.

ფეხბურთელის აგენტი ლეო მოურაა, „ფლამენგოს'' ლეგენდა, ბრაზილიის ნაკრებშიც უთამაშია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ტორპედომ'' მოურას კიდევ ერთი ფეხბურთელი, პიმენტელი გაიფორმა. პიმენტელი “ტორპედოს” პორტუგალიური “პორტუ II”-დან შეუერთდა, სადაც ის 2023 წელს ბრაზილიური კლუბიდან, “ვასკო და გამადან” გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას და ჟორჟის ასისტები! - ხვიჩა MVP გახდა, პსჟ-მა კი ლიონს მოუგო
კვარას და ჟორჟის ასისტები! - ხვიჩა MVP გახდა, პსჟ-მა კი ლიონს მოუგო