შარვაშიძის პასით გორგაძემ გაიტანა | 16-წლამდე ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მიმდინარე შეკრების ფარგლებში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, თურქეთთან 1:2 დამარცხდა. შეხვედრა რუსთავში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გაიმართა.
საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი გოლი 0:1-ზე საბა შარვაშიძის პასით გიორგი გორგაძემ გაიტანა. ანგარიში გათანაბრა, თუმცა შემდეგ თურქებმა მეორე გოლი გაიტანეს.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში რამდენიმე ლეგიონერია: გეგა დათუნაიშვილი ამერიკული „სედარ სტარს აკადემიიდან’’, ლუკა კნოევი გერმანული „ოსნაბრუკიდან’’ და ანდრის სვანიძე ფრანგული „გენგამიდან’’.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები თურქეთთან მეორე მატჩს 27 თებერვალს გამართავს.
16-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მიმდინარე შეკრებაზე ასეთია:
მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), ლუკა მამასახლისი (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), გიგა გიგაური (სელერო).
მცველები: დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), გიორგი ლეჟავა (სელერო), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი(დინამო თბილისი), ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ლუკა გიორგაძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), თორნიკე ფილაური (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: გეგა დათუნაიშვილი (სედარ სტარს აკადემია, აშშ), ლუკა შარვაშიძე (დინამო თბილისი), ლუკა ხელაძე (იბერია 1999), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), ლუკა კნოევი (ოსნაბრუკი, გერმანია), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი), დაჩი მერკვილაძე (სელერო), ლუკა ჯუღელი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), ანდრია სვანიძე (გენგამი, საფრანგეთი), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913).
ფოტო: Nakrebi.ge