ცვლა დაასრულა და საუდის არაბეთში გაფრინდა | ელექტრიკოსის სატიტულო შანსი
Aa
Aa

ცვლა დაასრულა და საუდის არაბეთში გაფრინდა | ელექტრიკოსის სატიტულო შანსი

22 თებერვალს, შაკურ სტივენსონს WBC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი უნდა დაეცვა. სტივენსონის მეტოქე ფლოიდ სკოფილდ ჯუნიორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი, ავადმყოფობის გამო, ჩხუბს ჩაეხსნა და მისი შემცვლელის პოვნა გახდა საჭირო.

ორთაბრძოლის ორგანიზატორებმა ჯოშ პადლი შეარჩიეს - მოკრივე, რომელსაც მეორე სამსახურიც აქვს და ელექტრიკოსი გახლავთ. პადლის ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდნენ, როცა ის სამსახურში იმყოფებოდა.

„ჩემმა მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, ვერ დაიჯერებ ახლა ისეთი სატელეფონო ზარი მქონდაო. მკითხა, რამდენს ვიწონიდი და მთხოვა, სასწრაფოდ ავწონილიყავი. ავიწონე და ყველაფერი რიგზე იყო, რის შემდეგაც ნუტრიციონისტი მოვიყვანეთ, რათა სასურველი წონა პრობლემის გარეშე დაგვეფიქსირებინა. სიგიჟე იყო, სრული სიგიჟე“, - ამბობს ბრიტანელი მოკრივე.

პადლი გაერთიანებულ სამეფოში, სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა და ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იქ გაატარა. ოთხშაბათს, კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხუთშაბათს კი საუდის არაბეთში გაფრინდა და უქმეებზე, შაკურ სტივენსონის წინააღმდეგ იჩხუბა. ჯოში გამოკვეთილი აუტსაიდერი იყო, თუმცა სტივენსონთან 9 რაუნდი გაძლო და კრივის გულშემატკივრებისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა. პადლი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, მაგრამ როგორც ცნობილმა პრომოუტერმა, ედი ჰირნმა განაცხადა, ამ ბრძოლისგან მიღებული ჰონორარით მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დენა უაითი ზოგჯერ განზრახ იტყუება“ | მაიკლ ჩენდლერი თოფურია VS მახაჩევზე
„დენა უაითი ზოგჯერ განზრახ იტყუება“ | მაიკლ ჩენდლერი თოფურია VS მახაჩევზე