ანჩელოტი: 50 დღეში 17 მატჩი ჩავატარეთ, დასვენება გვჭირდება
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის განაცხადებით, დაძაბული კალენდრის გათვალისწინებით, დასვენება აუცილებელია.
ამ დროისთვის სამეფო კლუბი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, 54 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ამდენივე აქვს სიის ლიდერ „ბარსელონას“.
„აბსურდული კალენდრის გათვალისწინებით, ჩვენი საქმე ძალიან კარგად მიდის, თუმცა სხვა გუნდებიც კარგად თამაშობენ. 50 დღეში 17 მატჩი ჩავატარეთ. დაუჯერებელია. მეც ვიღლები და თქვენც იღლებით. დასვენება გვჭირდება“, -თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ მომდევნო მატჩს 26 თებერვალს გამართავს. ანჩელოტის გუნდი ესპანეთის თასის ნახევარფინალში „სოსიედადს“ დაუპირისპირდება.